პარლამენტის ბიურომ 13-16 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
პარლამენტი 13-16 ოქტომბრის პლენარულ სხდომებზე დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ და „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონებში. შესაბამისი დღის წესრიგი პარლამენტის ბიურომ განსაზღვრა.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 13-16 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომელზეც წამყვანი კომიტეტები განისაზღვრა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორისაა: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება; „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება.
პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…