ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა მინდაუგას სინკევიჩიუსმა აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელზე მიღწეულ შეთანხმებას სამარცხვინო უწოდა. დონალდ ტრამპის თქმით, იგი პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის საწვავის გასაიაფებლად.

ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოა
ლიეტუვის პრემიერი: დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმება სამარცხვინოაფორმულა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, მინდაუგას სინკევიჩიუსმა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიზელის საწვავის შესახებ მიღწეული შეთანხმება გააკრიტიკა.

"ჩვენ ამით არ ვამაყობთ, ეს სამარცხვინოა.

არცერთი შეთანხმება წერილობით არ მინახავს. ვნახე მხოლოდ პოსტები სოციალურ ქსელებში", - თქვა სინკევიჩიუსმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ტრამპის თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.

ტრამპი აღნიშნავს, რომ საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, განუცხადა რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ამით არ ვამაყობთ, ეს სამარცხვინოა. არცერთი შეთანხმება წერილობით არ მინახავს. ვნახე მხოლოდ პოსტები სოციალურ ქსელებში“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?