ვახტანგ ხუზმიაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, სასამართლომ ვასილ ბერიძე 2 000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ ვახტანგ ხუზმიაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვასილ ბერიძე 2 000 ლარით, ხოლო ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის იოსებ გოგინაშვილი 1 500 ლარით დააჯარიმა. გორის რაიონულმა სასამართლომ კი გაგა ქსოვრელს 3 000-ლარიანი სანქცია დააკისრა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა იოსებ გოგინაშვილის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლევან სანიკიძეს, ის 1 500 ლარით დაჯარიმდა.
2 000 ლარით დაჯარიმდა ვასილ ბერიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვახტანგ ხუზმიაშვილს.
გორის რაიონულმა სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა გაგა ქსოვრელი. სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა გიორგი ფეკლისტაშვილს არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენისთვის.
"სასამართლომ გაიზიარა ოქმის შემდგენი ორგანოს პოზიცია და თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა სახდელის სახით. პირველ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე უკვე, ბოლოს განხილულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, სასამართლომ გამოიყენა ჯარიმის სახით 2 000 ლარი," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ანი კაკიაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„სასამართლომ გაიზიარა ოქმის შემდგენი ორგანოს პოზიცია და თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა სახდელის სახით. პირველ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე უკვე, ბოლოს განხილულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, სასამართლომ გამოიყენა ჯარიმის სახით 2 000 ლარი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.