ზამთრის კურორტებზე ბავშვებზე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება, სპორტსკოლებისთვის ჩვენ განვსაზღვრეთ სხვა, განსაკუთრებული, 25-ლარიანი ტარიფი - ლევან დარსალია
მთის კურორტებზე ბავშვებისთვის 50%-იანი ფასდაკლება, ხოლო სპორტსკოლებისთვის 25-ლარიანი დღიური ტარიფი იმოქმედებს, რის შესახებაც მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ განაცხადა.

"ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ახალგაზრდების და ბავშვებისთვის ხელის შეწყობაა", - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან დარსალიამ აღნიშნა, სწორედ ამიტომ მთის კურორტებზე ბავშვებისთვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ამასთან, მისი თქმით, სპორტსკოლებისთვის სხვა ტარიფია განსაზღვრული.
"მთავარია, ბავშვებისთვის მაქსიმალურად შესაძლებლობის მიცემა, რომ ისრიალონ, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი წელს იყო გუდაურში ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და ახალბედებისთვის სნოუპარკის დამწყებების არეალის განვითარება. ბავშვებზე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება. სპორტსკოლებისთვის ჩვენ განვსაზღვრეთ სხვა, განსაკუთრებული ტარიფი. შესაბამისად, სპორტსკოლებს რამდენიმე დღის წინ წერილობითაც ეცნობათ ამის შესახებ - 25 ლარი არის დაწესებული, სტანდარტული 50%-იანი ფასდაკლებისგან განსხვავებით, იმოქმედებს დღიური 25 ლარიანი ტარიფი", - აღნიშნა ლევან დარსალიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…