ირაკლი კობახიძე: ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და გამუდმებით თავს ესხმიან ქართველ ხალხს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ინტერესებში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობაა, თუმცა ცალკეული „დანიშნული ბიუროკრატები“ სხვა ძალების გავლენით მოქმედებენ და ქართველ ხალხს თავს ესხმიან.

ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიიდან თავდასხმებს ქართველ ხალხზე და ეს სხვა არაფერია, თუ არა მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებამდე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის სუბიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ.
„არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, ეს არის ევროკავშირის ობიექტური ინტერესი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და გამუდმებით თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა,“- აღნიშნა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, ეს არის ევროკავშირის ობიექტური ინტერესი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და გამუდმებით თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.