ვფიქრობ, დროა განვიხილოთ, სად ვიმყოფებით ახლა და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს - ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ველისლავა პეტროვას განცხადებით, დროა განიხილონ საქართველოს როლი, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ლუქსემბურგში შეკრებილი ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ აღნიშნა, რომ საჭიროა განხილვა სად არიან ახლა და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს.
"ვფიქრობ, დროა განვიხილოთ, სად ვიმყოფებით ახლა და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩართული იყოს იმ საკითხების განხილვაში, თუ როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, რომ ამ საკითხზე საუბარი დავიწყოთ. ამიტომ საჭიროა კარგად გავაანალიზოთ, რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც საქართველოს როლი მნიშვნელოვანი იქნება და რომლებზეც მასთან დისკუსიის გამართვა გადამწყვეტია. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, რომ ამ საკითხზე საუბარი დავიწყოთ", - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ველისლავა პეტროვამ.
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, დროა განვიხილოთ, სად ვიმყოფებით ახლა და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩართული იყოს იმ საკითხების განხილვაში, თუ როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, რომ ამ საკითხზე საუბარი დავიწყოთ. ამიტომ საჭიროა კარგად გავაანალიზოთ, რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც საქართველოს როლი მნიშვნელოვანი იქნება და რომლებზეც მასთან დისკუსიის გამართვა გადამწყვეტია. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, რომ ამ საკითხზე საუბარი დავიწყოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.