ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარელ კოლეგას, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობა, ევროკავშირთან დიალოგი და შავი ზღვის რეგიონის საკითხები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდაიმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქ. სოფიაში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს და ხაზი გაესვა დიალოგის აუცილებლობას.

მინისტრებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობა და საჭიროება, მათ შორის BSEC-ის ფარგლებში.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებს "სოფიას ეკონომიკურ ფორუმში".

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი​: დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის, კავკასიისთვის, მსოფლიოსთვის, საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა ვაქციოთ უფრო დამაკავშირებელ სივრცედ და არა გამყოფ ზღვადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები