ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ბულგარეთის საგარეო: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას განცხადებით, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა და გადამწყვეტია მისი ჩართვა რეგიონის უსაფრთხოების დიალოგში. აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო ლუქსემბურგის სხდომაზე განიხილავს.

ბულგარეთის საგარეო: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
ბულგარეთის საგარეო: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგშიფორმულა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა და მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის დიალოგში ჩართულობა.

"ვფიქრობ, დროა, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვა დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ამიტომ, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ სექტორულ მიმართულებებზე, სადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება, და მათთან დიალოგი გადამწყვეტია. შესაბამისად, ვფიქრობ, კარგი დროა ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად", - თქვა პეტროვა-ჩამოვამ.

ცნობისთვის, დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს.

საქართველოს საკითხი დღის წესრიგში "მიმდინარე საკითხების" ნაწილშია შეტანილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვფიქრობ, დროა, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვა დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას. ამიტომ, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ სექტორულ მიმართულებებზე, სადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება, და მათთან დიალოგი გადამწყვეტია. შესაბამისად, ვფიქრობ, კარგი დროა ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად“
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?