ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კახა კალაძე – ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფა, გარედან იმართება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფების შექმნა და ბულინგი გარედან იმართება, ქვეყანაში კი დიპლომატია აღარ არსებობს. მან ეს კომენტარი „ევროპის დღეზე“ ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

კახა კალაძე – ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფა, გარედან იმართება
კახა კალაძე – ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფა, გარედან იმართებაპირველი არხი

ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფის მიყენება, გარედან იმართება.

„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ყველაფერი მოდის გარედან. ყველაფერი არის თავსმოხვეული გარე ძალების მიერ და რატომ გვიკვირს? ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც აფინანსებენ ამ ტიპის ორგანიზაციებს; ის, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებს. გვახსოვს, რა სახელებს არ არქმევდნენ და როგორ გამოიყენებდნენ შემდეგ ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი ნათელი და ცხადია. ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ღონისძიებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ჯგუფის მიწვევის საკითხს, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოში დიპლომატია არ არსებობს და ამ ფაქტში გასაკვირი არაფერია.

„დღეს დიპლომატია არ არსებობს. აბა, დამისახელეთ ერთი დიპლომატი. რომელ დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? პირდაპირ აქციებისკენ, ძალადობისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოების წევრებს, ახალისებდნენ. რა დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? რომელ დიპლომატიაზეა საუბარი?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ყველაფერი მოდის გარედან. ყველაფერი არის თავსმოხვეული გარე ძალების მიერ და რატომ გვიკვირს? ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც აფინანსებენ ამ ტიპის ორგანიზაციებს; ის, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებს. გვახსოვს, რა სახელებს არ არქმევდნენ და როგორ გამოიყენებდნენ შემდეგ ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი ნათელი და ცხადია. ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან“
კახა კალაძე
„დღეს დიპლომატია არ არსებობს. აბა, დამისახელეთ ერთი დიპლომატი. რომელ დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? პირდაპირ აქციებისკენ, ძალადობისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოების წევრებს, ახალისებდნენ. რა დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? რომელ დიპლომატიაზეა საუბარი?“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?