კახა კალაძე "ევროპის დღეზე": ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ევროპის დღეზე“ ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევის შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოში დიპლომატია აღარ არსებობს და ძალადობრივი ჯგუფების შექმნა თუ ბულინგი გარედან იმართება.

"ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ "ევროპის დღე 2026"-ზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფის მიყენება, გარედან იმართება.
"ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ყველაფერი მოდის გარედან. ყველაფერი არის თავსმოხვეული გარე ძალების მიერ და რატომ გვიკვირს? ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც აფინანსებენ ამ ტიპის ორგანიზაციებს; ის, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებს. გვახსოვს, რა სახელებს არ არქმევდნენ და როგორ გამოიყენებდნენ შემდეგ ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი ნათელი და ცხადია. ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ღონისძიებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ჯგუფის მიწვევის საკითხს, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოში დიპლომატია არ არსებობს და ამ ფაქტშიც გასაკვირი არაფერია.
"დღეს დიპლომატია არ არსებობს. აბა, დამისახელეთ ერთი დიპლომატი. რომელ დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? პირდაპირ აქციებისკენ, ძალადობისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოების წევრებს, ახალისებდნენ. რა დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? რომელ დიპლომატიაზეა საუბარი?" - აღნიშნა კახა კალაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან“
„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ყველაფერი მოდის გარედან. ყველაფერი არის თავსმოხვეული გარე ძალების მიერ და რატომ გვიკვირს? ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც აფინანსებენ ამ ტიპის ორგანიზაციებს; ის, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებს. გვახსოვს, რა სახელებს არ არქმევდნენ და როგორ გამოიყენებდნენ შემდეგ ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი ნათელი და ცხადია. ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.