პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო

ევროკავშირმა სანქციების სია 1600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირით გააფართოვა, რომელთა ნახევარზე მეტს რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოებასთან აქვს კავშირი. კაია კალასის განცხადებით, ეს ომის დაწყების შემდეგ დასანქცირებულთა სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა.

ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 12 ოქტომბერს დადასტურებული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს დასანქცირებულთა სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

1600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირიდან ნახევარზე მეტს კავშირი აქვს რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოებასთან.

ჩამონათვალი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 ოქტომბერს, სანქციების სიის გაფართოებაზე შეთანხმდნენ ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიკაია კალასი: რუსეთისთვის ვართულებთ იმ იარაღის წარმოებას, რომლითაც უკრაინელებს კლავს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა ყველაზე დიდი სია დაამტკიცა
  3. იმედინიუსისამთავრობოევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური გაფართოება დაამტკიცა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიის რეკორდულ გაფართოებაზე შეთანხმდა - სანქცირებულთა სიას 1 646 ახალი სუბიექტი დაემატებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები