ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიის რეკორდულ გაფართოებაზე შეთანხმდა - სანქცირებულთა სიას 1 646 ახალი სუბიექტი დაემატება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიის რეკორდულ გაფართოებაზე შეთანხმდა, რომლის ფარგლებშიც სანქცირებულთა სიას 1 646 ახალი სუბიექტი დაემატება. ახალი პაკეტი მოიცავს 743 ფიზიკურ პირს, 826 ორგანიზაციას და 77 კანონმდებელს. ოფიციალური დამტკიცება ორშაბათს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიის რეკორდულ გაფართოებაზე შეთანხმდა - სანქცირებულთა სიას 1 646 ახალი სუბიექტი დაემატება
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიის რეკორდულ გაფართოებაზე შეთანხმდა - სანქცირებულთა სიას 1 646 ახალი სუბიექტი დაემატებაიმედინიუსი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიის რეკორდულ გაფართოებაზე შეთანხმდა.

ბრიუსელში ელჩების მიერ ოთხშაბათს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სანქცირებულთა სიას ერთბაშად 1 646 ახალი სუბიექტი დაემატება. ახალი პაკეტი 743 ფიზიკურ პირსა და 826 ორგანიზაციას მოიცავს, რომელთაც უკრაინაში სრულმასშტაბური აგრესიის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება 77 კანონმდებელს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყრიდნენ კენჭს.

შეთანხმებას ორშაბათს, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად დაამტკიცებენ, რის შემდეგაც შავი სია საჯაროდ გამოქვეყნდება.

სანქცირებულ პირებსა და სუბიექტებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ, ხოლო მათ აქტივებს გაყინვა და ფინანსურ რესურსებთან წვდომის შეზღუდვა შეეხებათ.

ამ გაფართოების შედეგად ევროკავშირის რუსული „შავი სია“ ჯამში თითქმის 4 650 სახელს მოიცავს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.