ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სექტორის 1,569 პირსა და კომპანიას შეეხო. უწყების განცხადებით, შეზღუდვები მიზანში იღებს მომწოდებლებს, რომელთა წლიური ბრუნვა სულ მცირე 20 მილიარდი ევროა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცაინტერპრესნიუსი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც 1,600-მდე პირი და კომპანია შედის. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

“დღეს [ევროკავშირის] საბჭომ დამატებითი შემზღუდველი ზომები დაამტკიცა 1,569 პირისა და კომპანიის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსში. შეთანხმებული სია მოიცავს 826 რუსულ კომპანიას და 743 ფიზიკურ პირს, რომლებიც ამ კომპანიების გენერალური დირექტორები არიან.

ეს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ყველაზე დიდი სასანქციო სიაა. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი სასანქციო რეჟიმის ფარგლებში დასანქცირებულთა საერთო რაოდენობა 4.600-ს უახლოვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ დღევანდელი სანქციები კონკრეტულად მიზანში იღებს საშუალო რგოლის მომწოდებლებს, რომლებიც რუსული სამხედრო მრეწველობის “ბირთვს” წარმოადგენენ და წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი ევროს ოდენობის ბრუნვას უზრუნველყოფენ და 250,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ.

“დასანქცირებული კომპანიები საკვანძო კომპონენტების მიმწოდებლები არიან რუსეთის ზოგიერთი ყველაზე წინ წაწეული იარაღის სისტემებისთვის, მათ შორის რაკეტებისთვის, დრონებისა და თვითმფრინავებისთვის. ეს საკვანძო კომპონენტები მოიცავენ: ელექტრონიკას, მათ შორის ნახევარგამტარებს, მიკროსქემებსა და კომპიუტერებს; საკომუნიკაციო აღჭურვილობას, მათ შორის რადარებს, ანტენებსა და ტრანსივერებს; საავიაციო, სატელიტურ და სარაკეტო სისტემებს; ასაფეთქებელ მასალებსა და საბრძოლო მასალაბებს, ოპტიკას და სანავიგაციო სისტემებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დასანქცირებული კომპანიები საკვანძო კომპონენტების მიმწოდებლები არიან რუსეთის ზოგიერთი ყველაზე წინ წაწეული იარაღის სისტემებისთვის, მათ შორის რაკეტებისთვის, დრონებისა და თვითმფრინავებისთვის. ეს საკვანძო კომპონენტები მოიცავენ: ელექტრონიკას, მათ შორის ნახევარგამტარებს, მიკროსქემებსა და კომპიუტერებს; საკომუნიკაციო აღჭურვილობას, მათ შორის რადარებს, ანტენებსა და ტრანსივერებს; საავიაციო, სატელიტურ და სარაკეტო სისტემებს; ასაფეთქებელ მასალებსა და საბრძოლო მასალაბებს, ოპტიკას და სანავიგაციო სისტემებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?