შალვა პაპუაშვილი: “რომელი ქვეყნიდან წერს ქაცარავა ამას? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი. ჭიანჭველების პწკენა ჩვენს ლომ კაცს – ლაშა ბექაურს, არ მგონია, ანაღვლებდეს”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დავით ქაცარავა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უკრაინაში წასვლის ნაცვლად გერმანიაშია მოწყობილი, ხოლო მისი დამოკიდებულება ლაშა ბექაურის გამარჯვებაზე „ჭიანჭველების პწკენაა“.

„ქაცარავა რომელი ქვეყნიდან წერს ამ ყველაფერს? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დავით ქაცარავას პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც მან დაწერა, რომ ლაშა ბექაურის ნებისმიერი გამარჯვება ნულოვან ემოციას იწვევს.
„ასეთი სასაცილო პერსონაჟები, ძალად გმირები, რომლებიც მეომრებად არიან წარმოჩენილები, შემდეგ თბილ კუთხეში იმალებიან და, მე მგონი, ეს ტიპური მოვლენაა. ამიტომ, რა მოსატანია ქაცარავა ლაშა ბექაურთან. ჭიანჭველების პწკენა ჩვენს მართლა ლომ კაცს – ლაშა ბექაურს არ მგონია, ანაღვლებდეს. ეს არის ქართული სულისკვეთება, რაც ბექაურმა გვაჩვენა და ეს აჩვენებს მთლიანად ჩვენი ერის მენტალიტეტს, რომ შეიძლება დაგვჭრან, ვერ ვიყოთ ძლიერად რაღაც მომენტში, მაგრამ ჩვენი სულის სიმტკიცე აჩვენებს, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველო ყოველთვის იმარჯვებს ყოველთვის.
დღესაც ბევრი ცდილობს რომ დაგვაზიანოს, ხან სანქციებით, ხან რით, მაგრამ საქართველო, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს. ასე ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში და ლაშა ბექაურმა საქართველოს ბრძოლის სულისკვეთება გვაჩვენა ამ ორ ბრძოლაში, რომელიც ცალი ფეხით, დაზიანებულმა, მოიგო და დაამარცხა მოწინააღმდეგე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ქაცარავა რომელი ქვეყნიდან წერს ამ ყველაფერს? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი“
„ასეთი სასაცილო პერსონაჟები, ძალად გმირები, რომლებიც მეომრებად არიან წარმოჩენილები, შემდეგ თბილ კუთხეში იმალებიან და, მე მგონი, ეს ტიპური მოვლენაა. ამიტომ, რა მოსატანია ქაცარავა ლაშა ბექაურთან. ჭიანჭველების პწკენა ჩვენს მართლა ლომ კაცს – ლაშა ბექაურს არ მგონია, ანაღვლებდეს. ეს არის ქართული სულისკვეთება, რაც ბექაურმა გვაჩვენა და ეს აჩვენებს მთლიანად ჩვენი ერის მენტალიტეტს, რომ შეიძლება დაგვჭრან, ვერ ვიყოთ ძლიერად რაღაც მომენტში, მაგრამ ჩვენი სულის სიმტკიცე აჩვენებს, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველო ყოველთვის იმარჯვებს ყოველთვის. დღესაც ბევრი ცდილობს რომ დაგვაზიანოს, ხან სანქციებით, ხან რით, მაგრამ საქართველო, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს. ასე ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში და ლაშა ბექაურმა საქართველოს ბრძოლის სულისკვეთება გვაჩვენა ამ ორ ბრძოლაში, რომელიც ცალი ფეხით, დაზიანებულმა, მოიგო და დაამარცხა მოწინააღმდეგე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.