ირაკლი კირცხალია: „დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ლაშა ბექაურისთვის დავით ქაცარავას შექება „დიდი უბედურებაა“. მანამდე ქაცარავამ დაწერა, რომ სპორტსმენის წარმატება „სადისტ ხარებასთან პოზირების შემდეგ“ მასში ნულოვან ემოციას იწვევს.

„დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
ჟურნალისტმა მას ლაშა ბექაურზე დავით ქაცარავას განცხადების შეფასება სთხოვა.
„დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა. გავიხსენოთ, ვინ არის ქაცარავა და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რომ არასერიოზულია“, – აღნიშნა კირცხალიამ.
დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „უდავოდ ძლიერი და გამორჩეული სპორტსმენია ლაშა ბექაური, მაგრამ მკვლელ და სადისტ ხარებასთან პოზირების შემდეგ მისი ნებისმიერი წარმატება ნულოვან ემოციას იწვევს. მარტო მაგარი სპორტსმენობა პატრიოტის საერთოდ არ ნიშნავს“.
ციტატები სტატიიდან
„დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.