პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: რომელი ქვეყნიდან წერს ქაცარავა ამას? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი - ჭიანჭველების პწკენა ჩვენს ლომ კაცს - ლაშა ბექაურს, არ მგონია ანაღვლებდეს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დავით ქაცარავა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ლაშა ბექაურის გამარჯვებაზე მისი შეფასება „ჭიანჭველების პწკენაა“, თავად ქაცარავა კი, მისი თქმით, გერმანიაშია „თბილად მოწყობილი“.

შალვა პაპუაშვილი: რომელი ქვეყნიდან წერს ქაცარავა ამას? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი - ჭიანჭველების პწკენა ჩვენს ლომ კაცს - ლაშა ბექაურს, არ მგონია ანაღვლებდეს
იმედინიუსი

ქაცარავა რომელი ქვეყნიდან წერს ამ ყველაფერს? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „დავით ქაცარავამ დაწერა პოსტი, რომ ლაშა ბექაურის ნებისმიერი გამარჯვება ნულოვან ემოციას იწვევს. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?“.

„ასეთი სასაცილო პერსონაჟები, ძალად გმირები, რომლებიც მეომრებად არიან წარმოჩენილები, შემდეგ თბილ კუთხეში იმალებიან და მე მგონი, ეს ტიპური მოვლენაა. ამიტომ, რა მოსატანია ქაცარავა ლაშა ბექაურთან. გასაგებია, რომ ჭიანჭველების პწკენა ჩვენს მართლა ლომკაცს - ლაშა ბექაურს არ მგონია ანაღვლებდეს. ეს არის ქართული სულისკვეთება, რაც ბექაურმა გვაჩვენა და ეს აჩვენებს მთლიანად ჩვენი ერის მენტალიტეტს, რომ შეიძლება დაგვჭრან, ვერ ვიყოთ ძლიერად რაღაც მომენტში, მაგრამ ჩვენი სულის სიმტკიცე აჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში საქართველო ყოველთვის იმარჯვებს. დღესაც ბევრი ცდილობს რომ დაგვაზიანოს, ხან სანქციებით, ხან რით, მაგრამ საქართველო საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს. ასე ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში და ლაშა ბექაურმა საქართველოს ბრძოლის სულისკვეთება გვაჩვენა ამ ორ ბრძოლაში, რომელიც ცალი ფეხით, დაზიანებულმა, მოიგო და დაამარცხა მოწინააღმდეგე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობორა მოსატანია დავით ქაცარავა ლაშა ბექაურთან? ჭიანჭველების ბრწკენა ჩვენს ლომკაცს არ მგონია ნამეტანი ანაღვლებდეს - შალვა პაპუაშვილი
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “რომელი ქვეყნიდან წერს ქაცარავა ამას? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი. ჭიანჭველების პწკენა ჩვენს ლომ კაცს – ლაშა ბექაურს, არ მგონია, ანაღვლებდეს”
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი და მართლა ქვეყნის სირცხვილი შალვა ნათელაშვილი გამოდიან და ამბობენ, ბექაური თავის გვარს არცხვენსოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები