მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის - თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე
თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიცია ლაშა ბექაურის ბულინგში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსახლეობის 95% ძიუდოისტს მხარს უჭერს, ხოლო დარჩენილ 5% „ტვინარეულ ადამიანებს“ ვერ გამოეკიდებიან. მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, ბექაურმა ტრავმის მიუხედავად გამარჯვებით პატრიოტიზმი აჩვენა.

ბულინგი და სიძულვილის ენა ლაშა ბექაურის წინააღმდეგ - ოპოზიციის ნაწილი და მათი აქტივისტები ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართავენ. წერენ, რომ მისი წარმატება ნულოვან ემოციას იწვევს.
"ქართულ ოცნებაში" რადიკალური ჯგუფების მხრიდან სიძულვილის ენაზე და სპორტსმენების მისამართით ბულინგის კამპანიაზე საუბრობენ.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბექაური უყვარს.
"ეს კაცი არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ლამის ცალფეხა კაცმა, ტკივილისაგან სიკვდილის პირას მისულმა, ორი გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო და ამით აჩვენა, რა შეუძლია გააკეთოს პატრიოტული სულისკვეთების ადამიანს.
ახლა, ვიღაც ქაცარავა ამის დამცრობას რომ დააპირებს, რომელსაც ერთი თითის გადასახვევი არ გაუკეთებია სამშობლოსთვის, იმას რამე ფასი აქვს?!
მინდა მივმართო ლაშას - შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95% შენ გიჭერს მხარს და უყვარხარ, იმ 5% ტვინარეულ ადამიანებს ჩვენ ვერ გამოვეკიდებით", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ლაშა ბექაურმა ფეხზე სერიოზული ტრავმის მიუხედავად, ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
ციტატები სტატიიდან
„ეს კაცი არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ლამის ცალფეხა კაცმა, ტკივილისაგან სიკვდილის პირას მისულმა, ორი გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო და ამით აჩვენა, რა შეუძლია გააკეთოს პატრიოტული სულისკვეთების ადამიანს. ახლა, ვიღაც ქაცარავა ამის დამცრობას რომ დააპირებს, რომელსაც ერთი თითის გადასახვევი არ გაუკეთებია სამშობლოსთვის, იმას რამე ფასი აქვს?! მინდა მივმართო ლაშას - შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95% შენ გიჭერს მხარს და უყვარხარ, იმ 5% ტვინარეულ ადამიანებს ჩვენ ვერ გამოვეკიდებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.