ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილის გადავარდნის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანიტაბულა

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 - არასრულწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ, ქართლის ამბებმა გაავრცელა.

მედიის ცნობით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მდგომარეობა - დამაკმაყოფილებელია.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?