ქუთაისში, სკოლასთან, ზებრაზე მოსწავლეს მანქანა დაეჯახა
ქუთაისში, მე-13 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზებრა გადასასვლელზე სკოლის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი და ის კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ქუთაისში, სკოლის მოსწავლეს ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" წერს, შემთხვევა ქუთაისში, 13-ე სკოლასთან მოხდა. ზებრაზე სკოლის მოსწავლე გადადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. გამოცემის ცნობით, ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
"დღეს მე გადავრჩი, გამიმართლა და ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა გაუბედურდეს. აუცილებელია მანქანებმა ზებრაზე გააჩერონ", - უთხრა ბავშვის მშობელმა ადგილობრივ მედიას.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გასულ კვირას, სკოლის მოსწავლეს მანქანა, ასევე ზებრა გადასასვლელზე რუსთავშიც დაეჯახა.
რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა
გორის სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ქარელში 4 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ციტატები სტატიიდან
„დღეს მე გადავრჩი, გამიმართლა და ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა გაუბედურდეს. აუცილებელია მანქანებმა ზებრაზე გააჩერონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.