ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა - დაშავდა 6 ადამიანი
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 - არასრულწლოვანია. ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
თავდაპირველად ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ, "ქართლის ამბებმა" გაავრცელა. მათი ცნობით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.