კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც
კახეთის გზატკეცილზე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

კახეთის გზატკეცილზე ავტოდაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. გავრცელებული ცნობებთ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.