ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ბრაჟე: საქართველოს მოსახლეობას სურს იყოს EU-ს ნაწილი, მთავრობას არ გადაუდგამს ნაბიჯები

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას ევროპის ნაწილად ყოფნა სურს, თუმცა ამჟამინდელ ხელისუფლებას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა იგეგმება.

ბრაჟე: საქართველოს მოსახლეობას სურს იყოს EU-ს ნაწილი, მთავრობას არ გადაუდგამს ნაბიჯები
ბრაჟე: საქართველოს მოსახლეობას სურს იყოს EU-ს ნაწილი, მთავრობას არ გადაუდგამს ნაბიჯებიფორმულა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროპის ნაწილი იყოს, მაგრამ ამჟამინდელი ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს.

"ადგილზე არსებული ვითარება არ შეცვლილა. საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები", - თქვა ბრაჟემ.

ბრაჟეს თქმით, საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო პროცესებიდან.

"თუმცა რაც შეეხება ევროკავშირისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ქართველ ხალხს სურს, მათ სურთ უფრო სხვა რამ ვიდრე ამას მთავრობა აკეთებს", - აღნიშნა ბრაჟემ.

ცნობისთვის, დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს.

საქართველოს საკითხი დღის წესრიგში "მიმდინარე საკითხების" ნაწილშია შეტანილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ადგილზე არსებული ვითარება არ შეცვლილა. საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები“
„თუმცა რაც შეეხება ევროკავშირისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ქართველ ხალხს სურს, მათ სურთ უფრო სხვა რამ ვიდრე ამას მთავრობა აკეთებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?