პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

FT: რუსულ ნავთობქარხნებზე იერიშების გამო აშშ უკრაინას იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და შეიარაღების მიწოდების შეჩერებით დაემუქრა, თუ კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს არ შეწყვეტს.

FT: რუსულ ნავთობქარხნებზე იერიშების გამო აშშ უკრაინას იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა
ტაბულა

გამოცემა Financial Times ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და PURL-ის მექანიზმით ამერიკული იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა, თუ კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს არ შეწყვეტს.

FT-ს ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები 10-11 ოქტომბერს კიევსა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს უკავშირდებოდნენ და რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის იერიშების შეწყვეტას ითხოვდნენ.

"ისინი კიევში რეკავენ... ისინი [ევროპაში] ყველას ურეკავენ." – თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელი დაუკავშირდა.

ცნობისთვის, უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) პროგრამა NATO-ს მიერ მართული მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც უკრაინის მოკავშირეები კიევისთვის პრიორიტეტული ამერიკული იარაღის შესყიდვას აფინანსებენ. აშშ ამ მექანიზმში ფინანსურ კონტრიბუციას არ აკეთებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოFT: აშშ უკრაინას რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო ამერიკული შეიარაღების შესყიდვის მექანიზმის შეჩერებით ემუქრება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ისინი კიევში რეკავენ... ისინი [ევროპაში] ყველას ურეკავენ.“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
AXIOS: უიტკოფი და კუშნერი უკრაინას დაემუქრნენ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნების უგულებელყოფის გაგრძელების შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყანას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომას შეუწყვეტდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები