ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ენდი ბერნემი - რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, რუსეთი 2016 წლის „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია, ანალოგიური დეზინფორმაციული კამპანია კი საფრანგეთსა და გერმანიაშიც მიმდინარეობს.

ენდი ბერნემი - რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია
ენდი ბერნემი - რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერიაინტერპრესნიუსი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და მსგავსი ქმედებები საფრანგეთსა და გერმანიაშიც ხორციელდება.

BBC-ის ინფორმაციით, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე მოსვლის შემდეგ მან იკითხა 2016 წლის კენჭისყრაში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. „მივიღე მკაფიო პასუხი, რომ - დიახ, ასეთი რამ მოხდა“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.

„ვფიქრობ, ამ საკითხში ზედმეტად პასიურები ვიყავით და საზოგადოება არასაკმარისად ინფორმირებული იყო იმის შესახებ, თუ რა მასშტაბით ცდილობენ უცხოეთიდან პოლიტიკური პროცესების ხელყოფას“, - აღნიშნა ენდი ბერნემმა.

მას არ დაუკონკრეტებია „ბრექსითის“ რეფერენდუმის დროს მოსკოვის ქმედებების ხასიათი ან მასშტაბი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ჩარევის პრობლემა გერმანიაში ვიზიტის დროს კანცლერ ფრიდრიხ მერცთან განიხილა.

“რუსეთიდან გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, დეზინფორმაცია. ახლა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მკაფიოდ დაფიქსირდეს და საჯაროდ ითქვას. მიმაჩნია, რომ ეს გერმანიისა და საფრანგეთის ამომრჩევლებს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ პოლიტიკური პროცესების გარკვეული ნაწილი ჩვენი მტრების, კერძოდ კი რუსეთის, მიერ არის ინსპირირებული”, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მივიღე მკაფიო პასუხი, რომ - დიახ, ასეთი რამ მოხდა“
ენდი ბერნემი
„ვფიქრობ, ამ საკითხში ზედმეტად პასიურები ვიყავით და საზოგადოება არასაკმარისად ინფორმირებული იყო იმის შესახებ, თუ რა მასშტაბით ცდილობენ უცხოეთიდან პოლიტიკური პროცესების ხელყოფას“
ენდი ბერნემი
„რუსეთიდან გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, დეზინფორმაცია. ახლა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მკაფიოდ დაფიქსირდეს და საჯაროდ ითქვას. მიმაჩნია, რომ ეს გერმანიისა და საფრანგეთის ამომრჩევლებს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ პოლიტიკური პროცესების გარკვეული ნაწილი ჩვენი მტრების, კერძოდ კი რუსეთის, მიერ არის ინსპირირებული“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?