მამუკა გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება სწორედ საპატრიარქოს დაკვეთა იყო
დიპლომატი მამუკა გამყრელიძე: დღეს ყაველაშვილმა გვესროლა ახალი "სიბრძნე." თურმე ქართველებს გვაქვს 7 მარადიული ღირებულება: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი!
დიპლომატი მამუკა გამყრელიძე:
დღეს ყაველაშვილმა გვესროლა ახალი "სიბრძნე." თურმე ქართველებს გვაქვს 7 მარადიული ღირებულება: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი!
ამ შვიდიდან პირველი სამი ილია II-ის შემოთავაზებული ტრიადა გახლავთ, მეორე კი ილია ჭავჭავაძის. ოჯახი, ეტყობა პრეზიდენტის ნოუ ჰაუა.
რატომ დააყენა ყაველაშვილმა სათავეში ილია II-ის ტრიადა და არა წმინდა ილია მaრთლისა, ეს ფრიად საინტერესო და არც ისე უბრალო საკითხია. ამით ხდება პატრიარქის და არა ერის სულიერი მამის პირველობის ხაზგასმა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება სწორედ საპატრიარქოს დაკვეთა იყო. მითუმეტეს ის გაკეთდა სიმპოზიუმზე, რომელიც საპატრიარქომ ჩაატარა. ამ ლოგიკით, პატრიარქი შიოც უფრო მაღლა შეიძლება დადგეს ვიდრე ილია ჭავჭავაძე.
ალბათ იტყვით, რა წვრილმანებზე ედავება, რას აქცევს ყურადღებასო. სამწუხაროდ სწორედ ასე. პატარ-პატარა ჩაწვეთებებით ხდება საზოგადოების აზრის ფორმირება.
ყაველაშვილი შეიძლება ამას ვერც ხვდება და უბრალოდ ის ამოსძახა რაც ჩასძახეს, აი საპატრიარქოს პროპაგანდისტები კი საკმაოდ მოხდენილად მუშაობენ
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…