ირაკლი ზარქუა პაველ ჰერჩინსკიზე: რატომ ელოდებით ამ კაცისგან, რომ ის იქნება ხიდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის? მას სხვა მისია აქვს, რომ აქ რევოლუციები მოაწყონ, დასვან აგენტურა
დეპუტატ ირაკლი ზარქუას მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკისგან არ უნდა ელოდონ, რომ ის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხიდი იქნება, რადგან მისი რეალური მისია ქვეყანაში „რევოლუციების მოწყობა და აგენტურის დასმაა“.

მოიწვია მომღერალთა გუნდი, რომელიც გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არაეთიკური გამონათქვამებით და იმ სიმღერით, სადაც შეურაცხყოფას აყენებდა ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას.
მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკისგან არავინ უნდა ელოდოს, რომ ის იქნება ხიდი საქართველო-ევროკავშირს შორის.
„ეს არის მათი ხელწერა. ეს არის ბატონი ჰერჩინსკის მიდგომა ქართველებისადმი. რატომ ელოდებით ამ კაცისგან, რომ ის იქნება ხიდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის? მას სხვა მისია აქვს, რომ აქ რევოლუციები მოახდინონ, დასვან აგენტურა, როგორც სააკაშვილის სახით დასვეს მაშინ. ეს არ გამოუვიდათ და ამიტომაც არის ჩვენზე გაბრაზებული და დღენიადაგ ვნებს ქართულ სახელმწიფოსა და ქართველების ინტერესებს“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„ეს არის მათი ხელწერა. ეს არის ბატონი ჰერჩინსკის მიდგომა ქართველებისადმი. რატომ ელოდებით ამ კაცისგან, რომ ის იქნება ხიდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის? მას სხვა მისია აქვს, რომ აქ რევოლუციები მოახდინონ, დასვან აგენტურა, როგორც სააკაშვილის სახით დასვეს მაშინ. ეს არ გამოუვიდათ და ამიტომაც არის ჩვენზე გაბრაზებული და დღენიადაგ ვნებს ქართულ სახელმწიფოსა და ქართველების ინტერესებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.