ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

14 წლის მოზარდს ყბა მოტყდა, 15 წლის მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა... - Reuters-მა საფრანგეთში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირა

საფრანგეთში სტუდენტური პროტესტების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად 28 მძიმე დაზიანების შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არიან დაშავებული არასრულწლოვანები. საზედამხედველო ორგანო გამოძიებას აწარმოებს, დაკავებულია თითქმის 7 000 ადამიანი.

14 წლის მოზარდს ყბა მოტყდა, 15 წლის მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა... - Reuters-მა საფრანგეთში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირა
14 წლის მოზარდს ყბა მოტყდა, 15 წლის მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა... - Reuters-მა საფრანგეთში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირარუსთავი 2

საფრანგეთში, საგანმანათლებლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმდინარე ორკვირიანი სტუდენტური პროტესტის ფონზე, ადგილობრივი პოლიცია მზარდი კრიტიკის ქვეშ მოექცა.

სააგენტო Reuters-მა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის არის 14 წლის მოზარდი, რომელსაც ცრემლსადენი გაზის ყუმბარის მოხვედრის შედეგად ყბა მოტყდა, 15 წლის მოზარდი, რომელმაც ხელის მტევანი დაკარგა და ორი ადამიანი, რომელმაც თვალის დაზიანება მიიღო.

პოლიციის საქმიანობის ზედამხედველი ორგანო 24 შემთხვევას იძიებს, ხოლო ხელისუფლებამ 6 877 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობაც არასრულწლოვანია. საპროტესტო ტალღის განმავლობაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 200 სტუდენტი და 700 პოლიციელი დაშავდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.