ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საფრანგეთის 40-ზე მეტ ქალაქში მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და აქტივისტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს უკვე მესამე კვირაა აპროტესტებენ - მიმდინარეობს შეტაკებები

საფრანგეთსა და ბელგიაში მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და აქტივისტები უკვე მესამე კვირაა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. აქციები სკოლების დაფინანსების ზრდას და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს, თუმცა პროტესტი ხშირად შეტაკებებში, ვანდალიზმსა და მასობრივ დაკავებებში გადაიზრდება.

საფრანგეთის 40-ზე მეტ ქალაქში მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და აქტივისტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს უკვე მესამე კვირაა აპროტესტებენ - მიმდინარეობს შეტაკებები
საფრანგეთის 40-ზე მეტ ქალაქში მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და აქტივისტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს უკვე მესამე კვირაა აპროტესტებენ - მიმდინარეობს შეტაკებებირუსთავი 2

"მაკრონ გადადექი“, "სკოლები ფულის გარეშე - ქვეყანა მომავლის გარეშე“ , "დაფინანსება და არა დასახიჩრება“, "ამბობენ, რომ გვისმენენ, მაგრამ ურჩევნიათ გაზით მოგვწამლონ“ - ამ ლოზუნგებით საფრანგეთის ორმოცზე მეტ ქალაქში მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და აქტივისტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს უკვე მესამე კვირაა აპროტესტებენ.

პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ნანტი, სტრასბურგი, რენი, ბორდო, ტულუზა, დიჟონი, მეცი, გრენობლი და კანი. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით აქციებში 266 000-მდე პირი მონაწილეობს. სტუდენტური გაერთიანებების და პროფკავშირების შეფასებით კი დემონსტრანტთა რაოდენობამ 450 000-ს მიაღწია. საფრანგეთის მასშტაბით არსებული 3 700 სკოლიდან, დაახლოებით 900-ში სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივაა შეჩერებული. ამასთან ათობით სკოლა იმდენად დაზიანდა, რომ სწავლის განახლება კიდევ რამდენიმე კვირა ვერ მოხერხდება.

მოსწავლეების მოთხოვნები უცვლელია. განათლების სექტორის დაფინანსების ზრდა; კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება; პედაგოგებისა და დამხმარე პერსონალის დეფიციტის აღმოფხვრა; ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია; გადატვირთული სასწავლო გრაფიკის შეცვლა. სტუდენტები კი უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული პლატფორმის გაუქმებას ან რეფორმირებას; სოციალური ბენეფიტების და დახმარებების შენარჩუნებას ითხოვენ.

დემონსტრანტების ნაწილი წვავს და ანადგურებს ურნებს, ავტობუსის გაჩერებებს, სკოლის ჭიშკრებს, ელექტროსკუტერებსა და ავტომობილებს. რის გამოც ქუჩებში შეტაკებები მიმდინარეობს. აქციების დასაშლელად მობილიზებულია პოლიცია, ჟანდარმერია და სპეცდანიშნულების რაზმები. სამართალდამცველები იყენებენ: ცრემლსადენ აირს; რეზინის ტყვიებს; წყლის ჭავლს; ხელკეტებს. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია სულ მცირე 215 მოსწავლე, 85 პედაგოგი და 800-მდე სამართალდამცველი.

სხვადასხვა მძიმე დაზიანება არაერთმა მოქალაქემ მიიღო. ქალაქ ლანსში 15 წლის მოზარდს პოლიციის მიერ ნასროლი ყუმბარის აფეთქების შედეგად მტევანი მოწყდა. ტურში 16 წლის ახალგაზრდამ რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. სენ-უან-ლ'ომონში 14 წლის მოზარდს სახეში ახლო მანძილიდან მოხვდა ცრემლსადენი გაზის კაფსულა, რის გამოც ყბის მოტეხილობა აქვს.

დაკავებულია 6,600-მდე პირი. უმეტესობა არასრულწლოვანია. სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო 1,800-ზე მეტი მოქალაქის მიმართ. ბრალდებებს შორისაა: ვანდალიზმი, ცეცხლის განზრახ წაკიდება, საჯარო წესრიგის დარღვევა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავდასხმა. ამასთან მთავრობა დაჩქარებული წესით განიხილავს ე.წ. „ვანდალიზმის საწინააღმდეგო“ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის ფინანსური პასუხისმგებლობა შეიძლება მოზარდების მშობლებს დაეკისროთ.

პროტესტი მიმდინარეობს ბელგიის ქალაქებშიც. სტუდენტები და მოსწავლეები, პროფკავშირებთან ერთად მთავრობის მიერ განათლების სფეროს ბიუჯეტის შემცირებას, განათლების გაძვირებას აპროტესტებენ. ბრიუსელის ქუჩებში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. მომიტინგეები სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს და ფოიერვერკებს ესროდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლს და ცრემლსადენ აირი გამოიყენა. დაკავებულია ათეულობით ადამიანი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მაკრონ გადადექი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სკოლები ფულის გარეშე - ქვეყანა მომავლის გარეშე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„დაფინანსება და არა დასახიჩრება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამბობენ, რომ გვისმენენ, მაგრამ ურჩევნიათ გაზით მოგვწამლონ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.