ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ნინო ლაცაბიძე: ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთად

რუსთავში „რუსთავქალაქობა“ გალაკონცერტითა და მსახიობ ნათელა მუხულიშვილის 80 წლის იუბილის აღნიშვნით დასრულდა, რის შესახებაც ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ისაუბრა.

ნინო ლაცაბიძე: ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთად
ნინო ლაცაბიძე: ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთადრუსთავი 2

რუსთავში "რუსთავქალაქობა 2026" ულამაზესი გალაკონცერტით დასრულდა. "მეგობრობის ქალაქი" - ასეთი იყო წლევანდელი რუსთავქალაქობის ლაიტმოტივი.

ქალაქის დღესასწაულის მთავარი კონცერტი სიმფონიურმა ორკერსტრმა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა გახსნეს. საღამოს კულმინაცია კი ცნობილი რუსთაველი მსახიობისთვის, ნათელა მუხულიშვილისთვის 80 წლის იუბილის მილოცვა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერა - "რუსთავ-ქალაქს გიმღერ" გახდა, რომელიც რუსთაველებმა, ლიზა ბაგრატიონთან, გიორგი ლომისელთან და სცენაზე მდგომ ყველა მომღერალთან ერთად შეასრულეს.

"ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში, კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთად. მიხარია, რომ უსაყვარლეს ქალბატონს და ჩვენს საამაყო მსახიობს ნათელა მუხულიშვილს, მთელმა ქალაქმა ერთად მივულოცეთ 80 წლის იუბილე. მადლობა ჩემს ქალაქს იმ საოცარი ატმოსფეროსთვის, რომელიც რუსთავქალაქობაზე სუფევდა და ჩვენს უნიჭიერეს მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს, რომლებმაც მართლაც საოცარი საღამო გვაჩუქეს რუსთავს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ: ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ლომისელი, ანსამბლი "ქართული ხმები", ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "აფხაზეთი", ლიკა ღუღუნიშვილი, გიორგი ბუაჩიძე, ანა შუბლაძე და დიმიტრი ხეთაგუროვი.

"რუსთავქალაქობას" რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე აღნიშნავენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში, კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთად. მიხარია, რომ უსაყვარლეს ქალბატონს და ჩვენს საამაყო მსახიობს ნათელა მუხულიშვილს, მთელმა ქალაქმა ერთად მივულოცეთ 80 წლის იუბილე. მადლობა ჩემს ქალაქს იმ საოცარი ატმოსფეროსთვის, რომელიც რუსთავქალაქობაზე სუფევდა და ჩვენს უნიჭიერეს მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს, რომლებმაც მართლაც საოცარი საღამო გვაჩუქეს რუსთავს“
ნინო ლაცაბიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?