"რუსთავქალაქობა 2026" გალაკონცერტით დასრულდა
რუსთავში "რუსთავქალაქობა 2026" გალაკონცერტით დასრულდა, რომლის წლევანდელი ლაიტმოტივი "მეგობრობის ქალაქი" იყო. ღონისძიება სიმფონიურმა ორკესტრმა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა გახსნეს, საღამო კი მსახიობ ნათელა მუხულიშვილის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და ფოიერვერკით დასრულდა.

რუსთავში, "რუსთავქალაქობა 2026" გალაკონცერტით დასრულდა. "მეგობრობის ქალაქი" - ასეთი იყო ღონისძიების წლევანდელი ლაიტმოტივი.
დღესასწაულის მთავარი კონცერტი სიმფონიურმა ორკრსტრმა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა გახსნეს, საღამოს კულმინაცია კი ცნობილი რუსთაველი მსახიობისთვის, ნათელა მუხულიშვილისთვის 80 წლის იუბილეს მილოცვა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერა "რუსთავ - ქალაქს გიმღერ" გახდა, რომელიც რუსთაველებმა მომღერლებთან ერთად შეასრულეს.
"რუსთავქლაქობა 2026" ფოიერვერკით დასრულდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…