ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შემოქმედებითი სივრცეები, საბავშვო გასართობი პროგრამები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები - რუსთავში ქალაქის მთავარი დღესასწაული, "რუსთავქალაქობა 2026" აღნიშნეს

რუსთავში ქალაქის მთავარი დღესასწაული, „რუსთავქალაქობა 2026“ აღნიშნეს. ცენტრალურ პარკში გაიმართა საბავშვო გასართობი პროგრამები, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა და გალა კონცერტი სიმფონიური ორკესტრისა და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით. მოსახლეობას დღესასწაული ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და მხარის რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ მიულოცეს.

შემოქმედებითი სივრცეები, საბავშვო გასართობი პროგრამები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები - რუსთავში ქალაქის მთავარი დღესასწაული, "რუსთავქალაქობა 2026" აღნიშნეს
შემოქმედებითი სივრცეები, საბავშვო გასართობი პროგრამები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები - რუსთავში ქალაქის მთავარი დღესასწაული, "რუსთავქალაქობა 2026" აღნიშნესრუსთავი 2

რუსთავის ცენტრალური პარკი, შემოქმედებითი სივრცეები, საბავშვო გასართობი პროგრამები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები - რუსთავში ქალაქის მთავარი დღესასწაული, "რუსთავქალაქობა 2026" აღნიშნეს.

დღის განმავლობაში ცენტრალური პარკი სხვადასხვა ასაკის სტუმრებს მასპინძლობდა. სადღესასწაულო განწყობას ქმნიდნენ ზღაპრის გმირები. გაიმართა ილუზიონისტების შოუ, კოსტიუმირებული მსვლელობები, სახალისო მასტერკლასები და თოჯინების წარმოდგენები.

ქალაქის დღესასწაული კულტურულ და შემოქმედებით პროგრამებთან ერთად, ადგილობრივი მეწარმეების წარმოჩენის შესაძლებლობაც გახდა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ნამუშევრები, წიგნები და ადგილობრივი წარმოების ნიმუშები.

რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე სიმფონიური ორკესტრი და ბენდი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით წარსდგა. გალა კონცერტზე მსმენელმა ცნობილი ქართველი შემსრულებლებს მოუსმინა. მათ შორის ნატო მეტონიძეს, ლიზა ბაგრატიონს, ,,ქართული ხმებს", ახალგაზრდული კაპელასა და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს.

რუსთაველებს ქალაქის მთავარი დღესასწაული ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და მხარის რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ მიულოცეს.

"რუსთავქალაქობის" ტრადიციული სახალხო დღესასწაული უკვე 26 წელია, ყოველ ოქტომბერს იმართება. წლევანდელი ღონისძიება ქალაქის განვითარებასა და იმ სამომავლო პერსპექტივებს მიეძღვნა, რომელთაც საფუძველიც დღეს ეყრება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?