ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ნინო ლაცაბიძე: ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთად

რუსთავში „რუსთავქალაქობა 2026“ გალა კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა, სადაც მსახიობ ნათელა მუხულიშვილს 80 წლის იუბილე მიულოცეს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ კი მონაწილე მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს მადლობა გადაუხადა.

ნინო ლაცაბიძე: ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთად
ნინო ლაცაბიძე: ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთადიმედინიუსი

რუსთავში „რუსთავქალაქობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა. მეგობრობის ქალაქი - ასეთი იყო წლევანდელი რუსთავქალაქობის ლაიტმოტივი.

ქალაქის დღესასწაულის მთავარი კონცერტი სიმფონიურმა ორკერსტრმა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა გახსნეს. საღამოს კულმინაცია კი ცნობილი რუსთაველი მსახიობისთვის, ნათელა მუხულიშვილისთვის 80 წლის იუბილეს მილოცვა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „რუსთავ-ქალაქს გიმღერ“ გახდა, რომელიც რუსთაველებმა ლიზა ბაგრატიონთან და გიორგი ლომისელთან ერთად შეასრულეს.

„ჩვენს ულამაზეს მეგობრობის ქალაქში, კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დაუვიწყარი რუსთავქალაქობა გავატარეთ ერთად. მიხარია, რომ უსაყვარლეს ქალბატონს და ჩვენს საამაყო მსახიობს ნათელა მუხულიშვილს, მთელმა ქალაქმა ერთად მივულოცეთ 80 წლის იუბილე. მადლობა ჩემს ქალაქს იმ საოცარი ატმოსფეროსთვის, რომელიც რუსთავქალაქობაზე სუფევდა და ჩვენს უნიჭიერეს მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს, რომლებმაც მართლაც საოცარი საღამო გვაჩუქეს რუსთავს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ: ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ლომისელი, ანსამბლი „ქართული ხმები“, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, ლიკა ღუღუნიშვილი, გიორგი ბუაჩიძე, ანა შუბლაძე და დიმიტრი ხეთაგუროვი.

„რუსთავქლაქობა 2026“ ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?