ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა
ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. საუდის არაბეთის კოალიციის წარმომადგენელ ტურკი ალ-მალიკის განცხადებით, იერიში იემენელმა ჰუსიტებმა განახორციელეს და კოალიცია გადამწყვეტ რეაგირებას გეგმავს.

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამსახურის ცნობით, შაბათს, ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის საუდის არაბეთის ოთხი მოქალაქე იყო, ასევე ორი ბანგლადეშელი, ერთი ამერიკელი, ერთი ეგვიპტელი, ერთი იორდანიელი, ერთი სირიელი, ერთი პალესტინელი და ერთი სუდანელი.
"თავდასხმის შედეგად, კიდევ 309 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფებიც არიან. დაშავებულები რამდენიმე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები", - ნათქვამია განცხადებაში.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის წარმომადგენელმა, ტურკი ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ თავდასხმა იემენელმა "ჰუსიტმა" ამბოხებულებმა განახორციელეს და მისი სამიზნე სამგზავრო ტერმინალი იყო. მან პირობა დადო, რომ კოალიციური ძალები "გადამწყვეტ რეაგირებას" მოახდენენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაერ-რიადის აეროპორტში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა
ერ რიადში, საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა
თავდასხმა ერ-რიადის აეროპორტზე - დაღუპულია 12 ადამიანი, „ჰუსიტები“ საჰაერო სივრცეს სამხედრო ზონად აცხადებენ
ერ-რიადში აეროპორტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 300-ზე მეტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…