ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზელენსკი: შემოდგომაზე მზად იქნება FP-9 რაკეტა, რომელსაც მოსკოვამდე მიღწევა შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ადგილობრივად შემუშავებული FP-9 ბალისტიკური რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 250 კილომეტრია და მოსკოვამდე მიღწევა შეუძლია, შემოდგომაზე მზად იქნება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს.

ზელენსკი: შემოდგომაზე მზად იქნება FP-9 რაკეტა, რომელსაც მოსკოვამდე მიღწევა შეუძლია
ზელენსკი: შემოდგომაზე მზად იქნება FP-9 რაკეტა, რომელსაც მოსკოვამდე მიღწევა შეუძლიატაბულა

"FP-9 ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც მოსკოვამდე მიღწევა შეუძლია, შემოდგომაზე მზად იქნება" , - უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-ს.

FP-9 ბალისტიკური რაკეტა, უკრაინის მიერ ადგილობრივად შემუშავებული რაკეტაა, რომელიც ისეთი მანძილის სამიზნეებზე დარტყმისთვისაა შექმნილი, როგორიცაა მოსკოვი. გამოცემა წერს, რომ ბალისტიკური რაკეტის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 250 კილომეტრია.

ზელენსკის თქმით, ის დაუკავშირდა ბალისტიკური რაკეტის მწარმოებელ კომპანია Fire Point-ს და ხელმძღვანელობისგან შორ მანძილზე მოქმედ FP-9 რაკეტაზე მუშაობის უფრო სწრაფად დასრულება მოითხოვა.

"ვკითხე მათ: სად არის ჩემი FP-9?. ჩვენ გვჭირდება FP-9. და დარწმუნებული ვარ, რომ FP-9 ამ შემოდგომაზე მზად იქნება", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს, რათა მოსკოვის მიერ განხორციელებულ გაფართოებულ საჰაერო კამპანიას უპასუხოს, რომლის მიზანიც, მისი თქმით, ზამთრის დადგომამდე კიევისა და სხვა ურბანული ცენტრების მაცხოვრებლების იძულებით ევაკუაციაა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„FP-9 ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც მოსკოვამდე მიღწევა შეუძლია, შემოდგომაზე მზად იქნება“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„ვკითხე მათ: სად არის ჩემი FP-9?. ჩვენ გვჭირდება FP-9. და დარწმუნებული ვარ, რომ FP-9 ამ შემოდგომაზე მზად იქნება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.