ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აეროპორტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთის აეროპორტებზე ჰუსიტების თავდასხმების სერიას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 356 კი დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შესაძლოა საუდის არაბეთს მეამბოხეებზე დარტყმების განხორციელებაში შეუერთდეს.

საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აეროპორტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა
საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აეროპორტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპარუსთავი 2

ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტი" ამბოხებულების მიერ, საუდის არაბეთის აეროპორტებზე განხორციელებული თავდასხმების სერიის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ABC News-ი სამეფოს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ სამსახურზე (GACA) დაყრდნობით წერს.

უწყების ინფორმაციით, 6-დან 11 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 356 დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს მეფე ხალიდის აეროპორტზე თავდასხმა, სამეფოში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ "შესაძლოა", "ჰუსიტების" პოზიციებზე დარტყმების განხორციელებაში საუდის არაბეთს შეუერთდეს.

საუდის არაბეთის საავიაციო ხელმძღვანელობამ, თავდასხმების ესკალაციის შემდეგ გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები მიიღო. ოფიციალური პირების თქმით, "ჰუსიტების" მხრიდან მზარდი საფრთხის გამო, ორშაბათს დილით ერ-რიადში მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტი და სხვა აეროპორტები დაიხურა.

მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სკოლები, ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე ამ კვირის განმავლობაში, დისტანციურ სწავლებაზე იქნებიან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შესაძლოა“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?