ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დედაქალაქის მერიის ისტორიული გადაწყვეტილება - თბილისში დიუშენის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში, გლდანის რაიონში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. მუნიციპალიტეტმა ტერიტორია პაციენტი ბავშვების მშობლების მიერ შექმნილ ორგანიზაციას გადასცა. ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკითა და სერვისებით. გარდა ამისა, ქვეყანაში შემოტანილია პრეპარატი "ჯივინოსტატი", რომელიც სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

დედაქალაქის მერიის ისტორიული გადაწყვეტილება - თბილისში დიუშენის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
დედაქალაქის მერიის ისტორიული გადაწყვეტილება - თბილისში დიუშენის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდებარუსთავი 2

ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დედაქალაქის მერიამ მიიღო - თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. სივრცე, რომელიც ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს ერთ ადგილას გააერთიანებს. ოჯახებს კი, წლების განმავალობაში დაგროვილი სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

რეაბილიტაციას დაავადების მართვის პროცესში გარდამტეხი როლი შეაქვს. ეს არის ხანგრძლივი მონიტორინგი პაციენტებზე, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს აერთიანებს. სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაავადება არ პროგრესირდეს, გაუმჯობესდეს პაციენტის ფუნქციები და შენარჩუნდეს ცხოვრების ხარისხი.

ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი თბილისში, გლდანის რაიონში აშენდება. მულტიფუნქციური სივრცის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 1657 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. მუნიციპალიტეტმა ტერიტორია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მიერ შექმნილ ორგანიზაციას გადასცა. სიახლის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

სივრცე აღიჭურვება ყველა საჭირო თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით. დაავადების მართვასთან ერთად, ცენტრში შეიქმნება სივრცეები, სადაც ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით დაკავდებიან.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მხარდაჭერას განაგრძობს. ქვეყანაში უკვე შემოტანილია პრეპარატი "ჯივინოსტატი", რომლის გამოყენებასაც პაციენტები მალე დაიწყებენ. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ძვირადღირებული მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამაში ჩართო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"ჯივინოსტატი" საქართველოში დათქმულ ვადებში ჩამოვიდა - რა ვადებში მოხდება "ვამოროლონის" საქართველოში შემოტანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები