ცდილობენ ფაქტის მანიპულირებით დესტაბილიზაციის შექმნას - სალია მსჯავრდებულ დავითაძეზე
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების განცხადებები პენიტენციურ დაწესებულებაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაა. მისი თქმით, ბრალდებები დაუდასტურებელია და სახელმწიფო სრულ რესურსს ფლობს სიმშვიდის შესანარჩუნებლად.

ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას შეფასებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების განცხადებები პენიტენციურ დაწესებულებაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაა.
მისი განცხადებით, ცდილობენ დაუდასტურებელი ბრალდებები წარმოაჩინონ ფაქტებად და მათი მანიპულირებით მოახდინონ დესტაბილიზაცია, რაც გამორიცხულია, სახელმწიფოს რესურსებიდან გამომდინარე.
"გარკვეული ნიშნები არსებობს იმისა, რომ არის მცდელობა ამ ერთი კონკრეტული შემთხვევით და, ჩვენი შეფასებით, დაუდასტურებელი ბრალდებებით და არამარტო ჩვენი შეფასებით, ჯერ-ჯერობით ეს ბრალდებები დაუდასტურებელია, ეს დაუდასტურებელი ბრალდებები წარმოჩენილ იქნას, როგორც უკვე დადასტურებული ფაქტი და ამ ფაქტის მანიპულირებით მოხდეს უკვე გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნა პენიტენციურ დაწესებულებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის გამორიცხული. სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს პენიტენციურ დაწესებულებებში." - განაცხადა სალია.
ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, მათი ვალდებულებაა დაიცვან როგორც პატიმრების უფლებები, ასევე მომუშავე პერსონალის, ამიტომ საჭიროა, რომ ყველა დაელოდოს გამოძიების დასრულებას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ კანონის წინაშე აგებს პასუხის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელიც, თუ მან კანონი დაარღვია და ისიც, ვინც ეცდება დეორგანიზაციის შეტანას დაწესებულებაში.
"ჩვენი ვალდებულებაა, როგორც სახელმწიფოსი, დავიცვათ ბალანსი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბალანსი, ერთი მხრივ, იმ მიმართულებით, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დაცული იყოს პატიმრების უფლებები, მათი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მაგრამ ასევე იმ ათასობით ადამიანის უფლებები და ღირსება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის მაღალი რისკის ფასად მუშაობენ და ყოველდღე უწევთ ასეთ ვითარებაში მუშაობა. ამიტომ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორივე მხარე იყოს დაცული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენც, მეც, ყველა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ დადასტურდება, რომ რომელიმე თანამშრომელმა პენიტენციური სამსახურისა დაარღვია კანონი, ის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს… თუ ვინმე ეცდება პენიტენციური დაწესებულების შიგნიდან თუ გარედან, ხელი შეუწყოს ან რაიმე ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია, დეორგანიზაციის შეტანა პენიტენციურ დაწესებულებებში, ამასაც ექნება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება და მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან." - ამბობს ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი.
პაატა სალიამ ჟურნალისტებთან აგრეთვე ისაუბრა ციხეში არსებულ პირობებზე. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ვრცელდება პატიმრების განცხადებები, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არის ანტისანიტარია და არაერთი პრობლემა. სალიამ განაცხადა, რომ ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულა, თუმცა ამას არ აქვს სისტემური ხასიათი, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს. მისი ცნობით, აკეთებენ ყველაფერს, რათა გაუმჯობესდეს სიტუაცია.
"არსად არ არის იდეალური ვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში… ფეკალიების გადმოსვლა და სხვა რაიმე მძიმე ანტისანიტარიული შემთხვევები თუ გამოვლენილა, ეს იყო ერთეული შემთხვევები. ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და მაშინათვე ხდება ამის გამოსწორება. ის, რომ დაბალი ტემპერატურაა, ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მაქსიმალურად ვდილობთ, რომ საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც არ არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო ადგილი დროის გასატარებლად, მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის უფლებები და ღირსება. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ ამ სისტემის გაუმჯობესებისათვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრობლემებს, პრობლემებზე საუბარს, კრიტიკას არავინ არ გაურბის. ეს ყველაფერი დასაშვებია და ვსაუბრობთ, ვმუშაობთ და ვაუმჯობესებთ სიტუაციას." - განაცხადა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.
პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
გუშინ კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ დავითაძემ "გაურკვეველი მცირე საგანი" გადაყლაპა.
დავითაძემ, რომელიც გაუპატიურებაზე საუბრობდა, "მცირე საგანი" გადაყლაპა – პენიტენციური
შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს
ციტატები სტატიიდან
„გარკვეული ნიშნები არსებობს იმისა, რომ არის მცდელობა ამ ერთი კონკრეტული შემთხვევით და, ჩვენი შეფასებით, დაუდასტურებელი ბრალდებებით და არამარტო ჩვენი შეფასებით, ჯერ-ჯერობით ეს ბრალდებები დაუდასტურებელია, ეს დაუდასტურებელი ბრალდებები წარმოჩენილ იქნას, როგორც უკვე დადასტურებული ფაქტი და ამ ფაქტის მანიპულირებით მოხდეს უკვე გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნა პენიტენციურ დაწესებულებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის გამორიცხული. სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს პენიტენციურ დაწესებულებებში.“
„ჩვენი ვალდებულებაა, როგორც სახელმწიფოსი, დავიცვათ ბალანსი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბალანსი, ერთი მხრივ, იმ მიმართულებით, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დაცული იყოს პატიმრების უფლებები, მათი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მაგრამ ასევე იმ ათასობით ადამიანის უფლებები და ღირსება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის მაღალი რისკის ფასად მუშაობენ და ყოველდღე უწევთ ასეთ ვითარებაში მუშაობა. ამიტომ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორივე მხარე იყოს დაცული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენც, მეც, ყველა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ დადასტურდება, რომ რომელიმე თანამშრომელმა პენიტენციური სამსახურისა დაარღვია კანონი, ის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს… თუ ვინმე ეცდება პენიტენციური დაწესებულების შიგნიდან თუ გარედან, ხელი შეუწყოს ან რაიმე ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია, დეორგანიზაციის შეტანა პენიტენციურ დაწესებულებებში, ამასაც ექნება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება და მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან.“
„არსად არ არის იდეალური ვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში… ფეკალიების გადმოსვლა და სხვა რაიმე მძიმე ანტისანიტარიული შემთხვევები თუ გამოვლენილა, ეს იყო ერთეული შემთხვევები. ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და მაშინათვე ხდება ამის გამოსწორება. ის, რომ დაბალი ტემპერატურაა, ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მაქსიმალურად ვდილობთ, რომ საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც არ არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო ადგილი დროის გასატარებლად, მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის უფლებები და ღირსება. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ ამ სისტემის გაუმჯობესებისათვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრობლემებს, პრობლემებზე საუბარს, კრიტიკას არავინ არ გაურბის. ეს ყველაფერი დასაშვებია და ვსაუბრობთ, ვმუშაობთ და ვაუმჯობესებთ სიტუაციას.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.