ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია

იუსტიციის სამინისტრო

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია. არჩევნებში, რომელიც ფარული კენჭისყრით ჩატარდა, გამგეობის თავმჯდომარედ დავით იმნაძე აირჩიეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ, რომლებმაც სანოტარო სფეროს განვითარებაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია
ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩიაიმედინიუსი

ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია. არჩევნები ფარული კენჭისყრით, ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამით ჩატარდა. გამგეობის თავმჯდომარის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით ნოტარიუსმა დავით იმნაძემ გაიმარჯვა.

თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა ნოტარიუსებსა და მოწვეულ სტუმრებს სანოტარო სფეროს შემდგომი განვითარების და ახალი ინიციატივების შესახებ საკუთარი სამოქმედო პროგრამები წარუდგინეს.

საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ნოტარიუსის მნიშვნელოვან როლს სამართლებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში. მან ყურადღება გაამახვილა პალატის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ევროპულ სანოტარო სივრცეში ინტეგრაციის მხრივ მიღწეულ შედეგებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრდა.

პაატა სალიამ ეკატერინე ნანდოშვილს სანოტარო სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნოტარიუსებს სიტყვით მიმართა ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ, რომელმაც 2023-2026 წლებში ნოტარიატის სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ილაპარაკა. ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები: განახლდა ნოტარიუსთა პალატის წესდება, ცვლილებები შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში, ჩამოყალიბდა პალატის ახალი სტრუქტურა და შეიქმნა ახალი ელექტრონული სანოტარო რეესტრი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ მისასალმებელ სიტყვაში ნოტარიატის განვითარების, სანოტარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

საერთო კრებას სამინისტროს წარმომადგენლები, ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?