ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე: განცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის, დავით იმნაძის განცხადებით, ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის განცხადებებისა და გარიგებების, მათ შორის უძრავი ქონების ნასყიდობის დამოწმება.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის, დავით იმნაძის განცხადებით, ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია განცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება. საკითხზე მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
,,ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის განცხადება. მაგალითად, შეიძლება ერთი მშობელი იმყოფებოდეს უცხოეთში და მეორე მშობელს სჭირდებოდეს თავისი არასრულწლოვანი შვილის გაყვანა საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე, სჭირდებოდეს მეორე მშობლის თანხმობა. აგრეთვე, შეიძლება დამოწმდეს ქონების გაყიდვაზე თანხმობა, პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სამკვიდრო განაცხადის მიღებაზე ან უარის თქმაზე თანხმობა“, - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით იმნაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში.
დავით იმნაძემ ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებების დამოწმების შესახებაც ისაუბრა და განმარტა სანოტარო მოქმედების სპეციალური წესი.
,,შეიძლება ბინის მყიდველი იმყოფება ბათუმში, გამყიდველი - თბილისში. ორივე მიდის სანოტარო ბიუროში და ონლაინ რეჟიმში ჩართვით ხორციელდება ასეთი ტიპის გარიგება სანოტარო ფორმით. ერთი იქ მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, მეორე - მეორე ქალაქში. ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი მოქმედება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.“, - აღნიშნა დავით იმნაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში საუბრისას.
დავით იმნაძემ განაცხადა, რომ ნოტარიუსთა პალატა, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუდმივად ზრუნავს სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაგანცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ
დავით იმნაძე: ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს აქტიური პირადობის მოწმობა ან მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. ბინადრობის მოწმობის მქონე პირსაც, ასევე, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით საზღვარგარეთიდან, ეს შეიძლება იყოს უცხოელიც
ონლაინ სანოტარო მომსახურება - ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა და რატომ მიიჩნევა ეს პროცესი მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…