ყველაფერს მოეფინა ნათელი, ყველამ დაინახა, როგორია ჩვენი ხელწერა - კობახიძე დავითაძეზე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ და კადრების გავრცელებამ ნათელი მოფინა და დაადასტურა, რომ პატიმრის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ აპარატმა კადრებში დარღვევა ვერ იპოვა, თუმცა გამოძიების გაჭიანურებამ კითხვები გააჩინა.

ივანიშვილის პრემიერის ირაკლი კობახიძის აზრით, გიორგი დავითაძის "სპეკულაციურ განცხადებებს, ცრუ ბრალდებებს" ნათელი მოეფინა და ჩატარებული გამოძიებით ყველან დაინახა, ხელისუფლების "ნამდვილი ხელწერა."
კობახიძის განცხადებით, მათი ხელწერა, პირველ რიგში, არის ის, რომ ადამიანის უფლებები ყველგან და ყოველთვის დაცული უნდა იყოს. მისი თქმით, ასე აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.
"ჩვენი ხელწერა პირველ რიგში, არის ძალიან ცხადი. ჩვენი ხელწერა არის ის, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს ყველგან და ყველას მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი, ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს განუხრელად დაცული და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც.
თუმცა, ასეთ დროს ჩვენ ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ყველაფერს მოეფინა ნათელი, ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამხელისუფლების პირობებში.
თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ამას ადასტურებს ბევრი რამ, მათ შორის, სტატისტიკაც, ამას ადასტურებს მათ შორის, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რომელიც არის შემცირებული დაახლოებით, 6-ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ დღეს მოქმედებს ჰუმანური სისტემა, ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელაღსრულების სისტემაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერილით მუშაობის გაგრძელებას." - განაცხადა ივანიშვილის პრემეიერმა, ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, წყვეტენ გამოძიებას.
მათი თქმით, ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები.
POG: დავითაძის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, გამოძიება შეწყდა
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.
პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ომბუდსმენის აპარატმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და 2025 წლის 21-22 დეკემბრის კადრებში დარღვევა ვერ იპოვა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მათი მანდატის მიღმა შეიძლება არსებობდეს დანაშაულის ნიშნები.
როგორც ის განმარტავს, გამოძიებისთვის მიმართეს პროკურატურას, გამოძიების პროცესი კი "სამწუხაროდ, ძალიან გაიჭიმა", რამაც საზოგადოებას კითხვები გაუჩინა, რომელსაც პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.
6 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძემ "გაურკვეველი მცირე საგანი" გადაყლაპა.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა 3-4 ოქტომბერს მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და ის პატიმრები, რომლებიც "დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს" აპროტესტებდნენ.
მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პროტესტის ფორმა და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.
იოსელიანი დავითაძეზე: რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი ხელწერა პირველ რიგში, არის ძალიან ცხადი. ჩვენი ხელწერა არის ის, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს ყველგან და ყველას მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი, ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს განუხრელად დაცული და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც. თუმცა, ასეთ დროს ჩვენ ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ყველაფერს მოეფინა ნათელი, ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამხელისუფლების პირობებში. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ამას ადასტურებს ბევრი რამ, მათ შორის, სტატისტიკაც, ამას ადასტურებს მათ შორის, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რომელიც არის შემცირებული დაახლოებით, 6-ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ დღეს მოქმედებს ჰუმანური სისტემა, ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელაღსრულების სისტემაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერილით მუშაობის გაგრძელებას.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?
პირველი რეაქცია შენი იყოს