პატიმარ დავითაძის ოჯახი ფიქრობს, რომ გამოძიების შეწყვეტა კობახიძის "კარნახითა და ზეწოლით" მოხდა
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტას აპროტესტებს და ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლის შედეგია. საქმე ეხება ბადრაგის მხრიდან სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებას, რომელზეც უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.

პატიმარ დავითაძის ოჯახს არ სჯერა პროკურატურის ვერსიის, რომ გამოძიებამ ამდენი თვე იკვლია და საქმეში რაიმე სახის ძალადობრივი და დანაშაულებრივი ქმედება ვერ აღმოაჩინა.
საქმე ეხება პატიმარი გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.
დავითაძეები ამბობენ, რომ გამოძიების მოულოდნელად დასრულება ირაკლი კობახიძის კარნახითა და ზეწოლით მოხდა, რადგან სწორედ მთავრობის მეთაურმა თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ ყველაფერი სწრაფად უნდა გარკვეულიყო და გამოძიება მალე უნდ დასრულებულიყო.
კობახიძემ გადაწყვიტა და მოუწოდა თავიანთ გამოძიებას, ზეწოლა მოახდინა მათზე, რომ დაესრულებინათ გამოძიება. ე.ი. კობახიძის ნებაზეა, ესა თუ ის გამოძიება როდის დასრულდება ან რა მეთოდით დასრულდება. რა თქმა უნდა, დასრულდა ისე, როგორც სურდა კობახძეს და მის მმართველ გუნდს, ვინაიდან და რადგანაც იცოდნენ, რომ თუ დასრულდებოდა ეს საქმე ისე, როგორც აღწერილია იმ კადრებში, მაშინ მათ ეს ქვეყანა თავზე დაემხობოდათ", - აცხადებს ირმა დავითაძე.
"ის რაც მდინარაძემ დაიწყო, დაასრულა კობახიძემ" - ეუბნება "პირველებს" გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე. "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ახლა სისტემა ყველაფერს აკეთებს, რომ დანაშაული მიჩქმალოს.
საერთოდ ეს პროცესი, რაც დაწყებულია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, არის პოლიტიკური დაკვეთა. როგორ შეიძლება მდინარაძეს დაეწყო ეს პროცესი და კობახიძეს სხვანაირად დაემთავრებინა. დაკვეთა იყო მდინარაძის, დასკვნა დადო კობახიძემ. მე სხვა არც ველოდებოდი. კაცი გამოდის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 10 თვის განმავლობაში არ მთავრდება გამოძიება და 2 დღეში მოუწოდა, რომ სასწრაფოდ დაასრულეთო. დაასრულეს, ის მათ რაც აწყობდათ. რომელ სამართალზეა აქ საუბარი, რომელ მორალზეა აქ საუბარი. ასე მალავენ, ჩქმალავენ და ხელს აფარებენ დამნაშავე პოლიციელებს და დამნაშავე ჯალათ ბადრაგებს თავისი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის თამადობით. ეს კარგს არც მათ მოუტანთ და არც ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ავთანდილ დავითაძე.
საქართველოს პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.
უწყების მტკიცებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
ციტატები სტატიიდან
„ის რაც მდინარაძემ დაიწყო, დაასრულა კობახიძემ“
„ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ახლა სისტემა ყველაფერს აკეთებს, რომ დანაშაული მიჩქმალოს. საერთოდ ეს პროცესი, რაც დაწყებულია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, არის პოლიტიკური დაკვეთა. როგორ შეიძლება მდინარაძეს დაეწყო ეს პროცესი და კობახიძეს სხვანაირად დაემთავრებინა. დაკვეთა იყო მდინარაძის, დასკვნა დადო კობახიძემ. მე სხვა არც ველოდებოდი. კაცი გამოდის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 10 თვის განმავლობაში არ მთავრდება გამოძიება და 2 დღეში მოუწოდა, რომ სასწრაფოდ დაასრულეთო. დაასრულეს, ის მათ რაც აწყობდათ. რომელ სამართალზეა აქ საუბარი, რომელ მორალზეა აქ საუბარი. ასე მალავენ, ჩქმალავენ და ხელს აფარებენ დამნაშავე პოლიციელებს და დამნაშავე ჯალათ ბადრაგებს თავისი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის თამადობით. ეს კარგს არც მათ მოუტანთ და არც ჩვენს ქვეყანას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?
პირველი რეაქცია შენი იყოს