ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შეიძლება, სადღაც იყო სირთულეები, თუმცა ვითარება ექვემდებარება კონტროლს - კობახიძე ციხეებზე

იუსტიციის სამინისტრო

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პატიმრების განცხადებები სავარაუდო ძალადობაზე სპეკულაციაა და ციხეებში ვითარება სრულად კონტროლდება. პატიმარმა გიორგი დავითაძემ სასამართლოში განაცხადა, რომ ბადრაგებმა გააუპატიურეს, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს.

შეიძლება, სადღაც იყო სირთულეები, თუმცა ვითარება ექვემდებარება კონტროლს - კობახიძე ციხეებზე
შეიძლება, სადღაც იყო სირთულეები, თუმცა ვითარება ექვემდებარება კონტროლს - კობახიძე ციხეებზეტაბულა

ივანიშვილის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეიძლება კონკრეტულ ციხეებში იყო "გარკვეული სირთულეები", თუმცა იუსტიციის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები "ბოლომდე აკონტროლებენ ვითარებას".

კობახიძე სპეკულაციებს უწოდებს პატიმრების განცხადებებს ციხეში სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით.

"იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს. შეიძლება, სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად, სრულად ექვემდებარება კონტროლს, არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი. იუსტიციის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.

რეალურად, საფუძველი არ ჰქონდა სპეკულაციებს, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან მარტივად დამშვიდდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, როგორ არის მოწყობილი სისტემა, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, აქედან გამომდინარე, ასეთ ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა". - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.

პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს

შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.

სპეციალურიმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინოფრმაცია, რომ რუსთავის გიორგი დავითაძემ "გაურკვეველი მცირე საგანი" გადაყლაპა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა 3-4 ოქტომბერს მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და ის პატიმრები, რომლებიც "დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს" აპროტესტებდნენ.

მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პროტესტის ფორმა და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.

იოსელიანი დავითაძეზე: რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.