პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე - ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენება არის აბსოლუტურად ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენა - კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს

საქართველოს პროკურატურა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენება პროპორციული იყო და ბრალდების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, დარღვევა ვერც სახალხო დამცველმა და ვერც პროკურატურის გამოძიებამ ვერ დაადგინა.

ირაკლი კობახიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე - ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენება არის აბსოლუტურად ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენა - კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს
ინტერპრესნიუსი

ბრალდების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, ეს ადამიანი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში გამოჩნდებოდა ყველაფერი, თუმცა ამ ბრალდების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე პატიმარ დავითაძის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენებას, კობახიძის შეფასებით, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენა.

„კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს. მალევე დაიწყო გამოძიება, ასევე საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველმა. ვერც სახალხო დამცველმა დაადგინა ამ ბრალდების ვერავითარი მტკიცებულება და არც პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში არ დადგინდა არავითარი მტკიცებულება ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. არც ვიდეოკადრებით არ დგინდება ეს ყველაფერი. ეს არის ფაქტები. არ არსებობს არავითარი ფაქტი, მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ბრალდების მართებულობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. ტაბულაოპოზიციურიიქ რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს - კობახიძე დავითაძეზე
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე პატიმარ დავითაძის საქმეზე: ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენება არის აბსოლუტურად ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენა და თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს, მალევე დაიწყო გამოძიება, ასევე საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველმა, ვერც სახალხო დამცველმა დაადგინა ამ ბრალდების ვერავითარი მტკიცებულება და არც პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში არ დადგინდა არავითარი მტკიცებულება
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი პატიმარ დავითაძის საქმეზე: ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენება ნორმალური მოვლენაა და შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს, მალევე დაიწყო გამოძიება, ვერც სახალხო დამცველმა დაადგინა და არც პროკურატურის გამოძიებაში არ დადგინდა არავითარი მტკიცებულება
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენება შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს, არ არსებობს ფაქტი, რომელიც შეიძლება, მიუთითებდეს ბრალდების მართებულობაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყველაფერს მოეფინა ნათელი, ყველამ დაინახა, როგორია ჩვენი ხელწერა - კობახიძე დავითაძეზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები