პრემიერი: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული საკმაოდ მძიმეა შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სინდისის პატიმრები არ არსებობენ და არიან მხოლოდ ძალადობაში ჩართული პატიმრები. მისი თქმით, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ხელისუფლება მზადაა თითოეულ მათგანს აპატიოს, თუ ისინი სინანულსა და აღიარებას გამოხატავენ.

"სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც გამოხატა ხელისუფლებამ და რომელიც ძალაშია.
"სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც გამოვხატეთ და რომელიც ძალაშია", - განაცხადა პრემიერმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…