პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის განცხადების შესახებ: „ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა – წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის ომის შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური სიყალბე და წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენის მცდელობა.

„ჩვენ შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ ამ სტატუსისთვის ბატონ სააკაშვილს, ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა, წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 2008 წლის ომზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეეხებოდა.
„თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მოხდა 2008 წელს, ორ დღეში წააგო სააკაშვილმა ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ მაშინ სამხედრო ოპერაციებს, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ ქართულ ჯარს და გასაკვირი არ იყო, რომ ორ დღეში წააგო თავისივე დაწყებული ომი მიხეილ სააკაშვილმა და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან კარგად ცხადყოფს, ცხადყოფს იმას, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის პოლიტიკა, მათი განცხადებები“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიპრემიერი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა - წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა
- რუსთავი 2პრემიერი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა - წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ ამ სტატუსისთვის ბატონ სააკაშვილს, ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა, წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა“
„თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მოხდა 2008 წელს, ორ დღეში წააგო სააკაშვილმა ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ მაშინ სამხედრო ოპერაციებს, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ ქართულ ჯარს და გასაკვირი არ იყო, რომ ორ დღეში წააგო თავისივე დაწყებული ომი მიხეილ სააკაშვილმა და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან კარგად ცხადყოფს, ცხადყოფს იმას, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის პოლიტიკა, მათი განცხადებები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…