პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა - წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის ომთან დაკავშირებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური ძალის სიყალბესა და წაგებული ომის უკუღმა წარმოჩენას ასახავს.

პრემიერი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა - წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა
იმედინიუსი

ჩვენ შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ ამ სტატუსისთვის ბატონ სააკაშვილს, ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა, წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 2008 წლის ომზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული მათი პოლიტიკა.

„თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მოხდა 2008 წელს, ორ დღეში წააგო სააკაშვილმა ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ მაშინ სამხედრო ოპერაციებს, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ ქართულ ჯარს და გასაკვირი არ იყო, რომ ორ დღეში წააგო თავისივე დაწყებული ომი მიხეილ სააკაშვილმა და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან კარგად ცხადყოფს, ცხადყოფს იმას, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის პოლიტიკა, მათი განცხადებები,“- აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა - წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა
  2. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი სააკაშვილის განცხადების შესახებ: „ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა – წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები - როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები