პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთთან ურთიერთობას არ განვიხილავთ საპირწონედ რომელიმე სხვა საგარეო პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებისთვის - ეს არაა საპირწონე ევროკავშირთან ან შტატებთან ურთიერთობისა - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა არ განიხილება ევროკავშირთან ან აშშ-სთან პარტნიორობის საპირწონედ და თბილისი ამით არაფერს თმობს. მისი თქმით, ეს არის შემავსებელი აუცილებლობა ქვეყნის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, "დებატების" ეთერში, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრობს.

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საპირწონედ, თბილისი, რაიმეს არ თმობს - ის, ამით, ევროკავშიორთან ან შტატებთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობს.

"ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ არ განვიხილავთ საპირწონედ რომელიმე ჩვენი სხვა საგარეო პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებისთვის. ანუ, ეს არ არის საპირწონე ევროკავშირისა, ეს არ არის საპირწონე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისა.

ეს არის, ასე ვთქვათ, შემავსებელი აუცილებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ყველა იმ დაინტერესებული მხარისათვის ის შეკრების ადგილი, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთთან იკვეთება, ხელს ჩამოართმევს და ამით მივიღოთ ჩვენ მაქსიმალური სარგებელი," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი: „ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. ჩინეთი თავის ურთიერთობებში, ძირითადად, აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები