პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილმა მმართველმა პარტიამ ხელისუფლების სახელით ჩაიდინა დანაშაულები, მათ შორის ადამიანების წამება და მოღალატეობრივი ნაბიჯები 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე – ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
პირველი არხი

კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ხელისუფლების სახელით და ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს.

„იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც იყო მაშინ ხელისუფლებაში. ამ პარტიამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების სახელით მაშინ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები. იგივე, 2008 წელს, ომთან მიმართებაში. როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ფორმალურად, ხელისუფლების სახელით, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის არა მარტო უპასუხისმგებლობის, არამედ არაკომპეტენტურობის გამოვლინება. მათ არ აქვთ რესურსი, რომ დაიცვან საკუთარი თავი, იმიტომ, რომ არ აქვთ ობიექტურად არგუმენტები. ასეთ პირობებში, უწევთ ისეთი განცხადებების კეთება, რომელიც აცდენილია სიმართლეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები - როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები - ადამიანების წამებაც ხელისუფლების სახელით ხდებოდა და ამაში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი - პარტია, რომელიც განასახიერებდა რეჟიმს
  3. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები – როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა, ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზეცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები