ყველაფერს მოეფინა ნათელი, მარტივად ჩატარდა გამოძიება - კობახიძე პატიმარ დავითაძეს სიცრუეში ადანაშაულებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგების მისამართით გაჟღერებული სავარაუდო ძალადობის ბრალდებები ტყუილად და სპეკულაციად შეоფსა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

ირაკლი კობახიძე პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ციხეში მასზე განხორციელებულ სავარაუდო გაუპატიურებაში ხმამაღლა ისაუბრა, ბადრაგების მისამართით გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს.
მთავრობის მეთაური დღეს გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გამოძიებსი შეწყვეტას და ტელეკამერებსი წინ ირწმუნებიდა, რომ "ყველაფერს ნათელი მოეფინა".
"ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება" - უთხრა დღეს ჟურნალისტებს კახეთში "ოცნების" ლიდერმა.
კობახიძე კვლავ ირწმუნებდაო, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებები დაცულია.
„ჩვენი ხელწერა პირველ რიგში, ძალიან ცხადია. ჩვენი ხელწერაა, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს ყველგან და ყველას მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს განურჩევლად დაცული. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც. თუმცა, ასეთ დროს ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ყველაფერს მოეფინა ნათელი, ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა ვითარება, რასაც ადასტურებს ბევრი რამ, მათ შორის, სტატისტიკაც, ამას ადასტურებს მათ შორის, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რომელიც შემცირებულია დაახლოებით, 6-ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ზუსტად იმის შედეგია, რომ დღეს ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელაღსრულების სისტემაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერილით მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.
უწყების მტკიცებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება“
„ჩვენი ხელწერა პირველ რიგში, ძალიან ცხადია. ჩვენი ხელწერაა, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს ყველგან და ყველას მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს განურჩევლად დაცული. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც. თუმცა, ასეთ დროს ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ყველაფერს მოეფინა ნათელი, ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა ვითარება, რასაც ადასტურებს ბევრი რამ, მათ შორის, სტატისტიკაც, ამას ადასტურებს მათ შორის, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რომელიც შემცირებულია დაახლოებით, 6-ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ზუსტად იმის შედეგია, რომ დღეს ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელაღსრულების სისტემაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერილით მუშაობის გაგრძელებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…