პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძალადობა არ დადასტურდა, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმე, 9 თვიანი გამოძიების შემდეგ ოფიციალურად დახურა

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

პროკურატურამ 9-თვიანი გამოძიების შემდეგ გიორგი დავითაძის საქმე დახურა და დაადგინა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. საგამოძიებო უწყების ცნობით, პატიმრის მიმართ გამოყენებული იყო იძულების პროპორციული ზომა. ოპოზიცია და მსჯავრდებულის ოჯახი შედეგებს არ ეთანხმებიან, ხოლო სახელისუფლებო გუნდი ამას პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის კამპანიად აფასებს.

ძალადობა არ დადასტურდა, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმე, 9 თვიანი გამოძიების შემდეგ ოფიციალურად დახურა
რუსთავი 2

ძალადობა არ დადასტურდა, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმე, 9 თვიანი გამოძიების შემდეგ, უკვე ოფიციალურად დახურა. შესწავლილია ყველა ვიდეოჩანაწერი, ჩატარებულია არა ერთი საექსპერტო კვლევა მათ შორის- ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, გამოკითხულია ათეულობით მოწმე - მსჯავრდებულებიც, თუმცა საგამოძიებო უწყების ცნობით, ძალადობისკენ მიმართული ქმედება არცერთ შემთხვევაში არ გამოკვეთილა. პროკურატურამ დაადგინა, რომ პატიმრის მიმართ პირადი შემოწმების მიზნით, გამოყენებული იყო იძულების პროპორციული ზომა. დადასტურდა ისიც, რომ დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან.

საგამოძიებო უწყება გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად და ქრონოლოგიურად აღწერს ყველა იმ გარემოებას, რაც მსჯავრდებულის დეესკალაციის საკანში გადაყვანასა და მის შემოწმებას მოჰყვა. პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძეს ძალადობის ფაქტი ომბუდსმენის წარმომადგენელთან გასული წლის 26 დეკემბერს საერთოდ არ უხსენებია. ახსენა მხოლოდ მუქარა, თუმცა პირი ვინც პატიმარმა დაასახელა გამოძიების ცნობით, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში საერთოდ არ მუშაობს. არის კიდევ ერთი გარემოება - დავითაძემ უარი თქვა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. არც პროკურატურის გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია- მას შემდეგ რაც უარი ეთქვა დაზარალებულად ცნობაზე.

პროკურატურის დასკვნა სახელისუფლებო გუნდისთვის მორიგი დასტურია, რომ დავითაძის ოჯახი და ოპოზიცია სასჯელაღსრულების დაწესებულების დისკრედიტაციის კამპანიას კოორდინირებულად აწარმოებენ. უმრავლესობისთვის ამაზე მეტყველებს საგამოძიებო უწყების განცხადებაში მოტანილი ყველა ის გარემოება, რომელიც გამოძიების დროს გამოიკვეთა.

ნაციონალური მოძრაობა კი დღეს, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად ირწმუნება, რომ გამოძიების შედეგების მიუხედავად მსჯავრდებული დავითაძე მსხვერპლია.

სწორედ ოპოზიციაა ხელოვნური აჟიოტაჟის მთავარი შემოქმედი სახელისუფლებო გუნდისთვის. ქართული ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არაერთი მძიმე სისტემური დანაშაული ხდებოდა, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში, ახლა სენსიტიური თემით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უშედეგოდ ცდილობს.

"სპეკულაციურ განცხადებებს და ცრუ ბრალდებებს ნათელი გამოძიებამ უკვე მოჰფინა" - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებები ყველა შემთხვევაში დაცულია, რადგან სახელმწიფოსთვის მთავარი ჰუმანურობის პრინციპია.

გიორგი დავითაძე, პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლიან პატიმრობას, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის. ოფიციალური ინფორმაციით, მან პოლიციელ შალვა ფერაძეს, 8-ჯერ ესროლა, წელის არეში დაჭრა და მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ციხეში ყოფნისას სისტემატურად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინა განაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თანამშრომლებს. ამ დარღვევების გამო, დავითაძის მიმართ დისციპლინარული სახდელი 9-ჯერ გამოიყენეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 9
  1. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაასრულა
  2. იმედინიუსისამთავრობომსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
  3. TV პირველიოპოზიციურიდავითაძის შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე პროკურატურამ საქმე შეწყვიტა - რა დაადგინა გვარაკიძის უწყებამ (განცხადება)
  4. რუსთავი 2სამთავრობომსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
  5. POSTVსამთავრობოპროკურატურა: „მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“
  6. ტაბულაოპოზიციურიPOG: დავითაძის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, გამოძიება შეწყდა
  7. ბათუმელებიოპოზიციურიპროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება შეწყვიტა
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიდავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“ – პროკურატურა
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპროკურატურა აცხადებს, რომ პატიმარ დავითაძის მიმართ დანაშაული ვერ დადგინდა და გამოძიება შეწყდა
  10. ალიაოპოზიციურიპროკურატურა – მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
  11. ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabatiოპოზიციურიპროკურატურამ რუსთავის მეექვსე ციხეში პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
  12. Formula Newsოპოზიციურიპროკურატურამ პატიმარ გიორგი დავითაძის საქმე დახურა — რუსთავის ციხეში სპეცრაზმის შეყვანასა და თვითდაზიანებებზე საუბრობენ
  13. POSTV - ანალიტიკასამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სპეკულაციურ განცხადებებს და ცრუ ბრალდებებს ნათელი გამოძიებამ უკვე მოჰფინა“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად – კობახიძე დავითაძის საქმის გამოძიებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები